Belive

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინავს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" ევროტურნირებში ჩაერთო. 15 ოქტომბერს, ესპანელებმა საკუთარ მოედანზე "ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად, 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 81:67 გაიმარჯვეს. შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელი ქართველ ლეგიონერს, გიორგი შერმადინს ეკუთვნოდა, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი და 48 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 24 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მომდევნო შეხვედრას "იბეროსტარ ტენერიფე" 20 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში, სტუმრად "მანრესას" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები