Belive

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო 5-ეულში მოხვდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის საუკეთესო ცენტრია. ტენერიფეს ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო ხუთეულში ცენტრის ადგილი დაიკავა, დანარჩენი პოზიციები კი ამ გამორჩეულმა მოთამაშეებმა შეავსეს: ფაკუნდო კამპაცო (რეალი, გამთამაშებელი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი, მსროლელი), ალექს ბუტილი (უნიკახა, ფრთა), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, ფორვარდი). აღსანიშნავია, რომ შერმადინმა უკვე მეორედ მოიპოვა ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში ადგილი. ეს მან პირველად 2016-2017 წლების სეზონში მოახერხა, როცა “ანდორაში” თამაშობდა. საუკეთესო ხუთეული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც გულშემატკივრები, ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ყველა მოთამაშე 3 პოზიციად იყო დაყოფილი: გამთამაშებლები, მსუბუქი ფორვარდები და მძიმე ფორვარდები. გამთამაშებლებიდან ხუთეულში მხოლოდ საუკეთესო (კამპაცო) მოხვდა, ხოლო დანარჩენი პოზიციებიდან სიმბოლურში 2-2 მოწინავე შევიდა. ხოლო რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, იგი მეორე 5-ეულში მოხვდა.

წყარო: GBF

სხვა სტატიები