გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ, კარიერაში კი მეოთხედ შეიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ჯანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) მოხვდნენ.

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულას, 5.8 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ქართველი ცენტრის გუნდმა რეგულარულ სეზონში 21 მოგებითა და 13 მარცხით მეხუთე ადგილი დაიკავა. ,,ტენერიფე” ფლეიოფში ,,ხოვენტუტს” შეხვდება.


გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

სტატიის ავტორი
-