Belive

გიორგი შერმადინი კვლავ შესანიშნავია - ტენერიფეს მორიგი გამარჯვება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ახალი სეზონიდან გიორგი შენგელია "ტენერიფეს" რიგებს იცავს, სადაც ქართველი ლეგიონერი შესანიშნავად ასპარეზობს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "იბეროსტარ ტენერიფე" გასვლით შეხვედრაში "მანრესას" დაუპირისპირდა და შეხვედრა 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 61:81 დაასრულეს. შერმადინს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, მან პარკეტზე 23 წუთი და 20 წამი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მომდევნო შეხვედრას "იბეროსტარ ტენერიფე" 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "მორნარ ბარის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები