Belive

გიორგი შერმადინი კვლავ შესანიშნავია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გიორგი შენგელიას "იბეროსტარ ტენერიფე" "ობრადოიროს" დაუპირისპირდა და რიგით მე-2 გამარჯვება მოიპოვეს. შეხვედრა ტენერიფეელების უპირატესობით მიმდინარეობდა, გამარჯვების მოპოვებაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე 25 წუთი და 48 წამი გაატარა, რა დროშიც 19 ქულას, 8 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. "იბეროსტარ ტენერიფეს" სოციალურმა გვერდმა შერმადინს პოსტი მიუძღვნა:

მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" დღეს, 15 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ნიჟნი ნოვგოროდის" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები