Belive

გიორგი შერმადინი კვლავ შეუდარებელია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში კვლავ ბრწყინვალედ ასპარეზობს. ქართველი ლეგიონერის გუნდი "იბეროსტარ ტენერიფე" "ხოვენტუტს" ესტუმრა და 4-ქულით, 77:73 დამარცხდა. გიორგი შერმადინი საკუთარი გუნდის რიგებში MVP გახდა, მან პარკეტზე 26 წუთი და 8 წამი გაატარა, რა დროშიც 20 ქულას, 2 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" 24 ნოემბერს, "ბეტისის" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.  

სხვა სტატიები