Belive

გიორგი შერმადინი რეალთან მატჩში MVP გახდა!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინი ახალი სეზონიდან "ტენერიფეს" რიგებში ასპარეზობს. ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "რეალს" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით - 71:75 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, შეხვედრის MVP გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც მართლაც ფენომენალურად იასპარეზა. ქართველმა ცენტრმა არასრულ 30 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინის "ტენერიფე" 12 ოქტომბერს, ისევ საკუთარ კედლებში, "ობრადოიროსთან" გამართავს.

სხვა სტატიები