Belive

გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ტენერიფემ" "ობრადორიოს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 107:62 დასრულდა. შერმადინმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა, გამარჯვებულთაგან ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. ქართველმა ცენტრმა 17:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შერმადინის "ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 12 შეხვედრიდან 11 მოიგო და სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. პირველზე "რეალია" 24 ქულით. მომდევნო ტურში "ტენერიფეს" მეტოქე "სან პაბლო ბურგოსი" იქნება.  

სხვა სტატიები