Belive

გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფემ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის ჩემპონატის მე-7 ტურში ერთმანეთს "უნიკახა" და "ტენერიფე" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა "ტენერიფეს" გამარჯვებით ანგარიშით 79:86 დასრულდა. "უნიკახასთან" გამარჯვება ქართველი კალათბურთელის გუნდისთვის ზედიზედ მეექვსეა და "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს 12 ქულით. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, საბოლოო ჯამში კი სულ 27:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც შერმადინმა 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შერმადინმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა, გამარჯვებულთაგან ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. შერმადინის გუნდი ესპანეთის მომდევნო, მე-8 ტურში "გრან კანარიას" დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები