Belive

გიორგი შერმადინი ტენერიფეს გამარჯვებაში 12 ქულით დაეხმარა 

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში, "ტენერიფემ" "ბილბაო" - 86:67 დაამარცხა. ACB ლიგაში მოპოვებულ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე გატარებულ მცირე დროში საკმაოდ კარგი შედეგის ჩვენება მოასწრო. 32 წლის კალათბურთელმა 16:17 წუთში მეტოქეს 12 ქულა ჩაუგდო და ერთხელ ბურთიც მოუხსნა. შერმადინი თავისი გუნდის რიგებში შედეგიანობის თვალსაზრისით მეოთხე იყო, მთლიანად მატჩში კი მეხუთე. შეხვედრის MVP ქართველი კალათბურთელის თანაგუნდელი, მარსელო ჰუერტასი იყო - ბრაზილიელმა ლეგიონერმა 24 ქულას და 7 შედეგიან გადაცეამას მოუყარა თავი. ამ გამარჯვების, 31 ჩატარებული მატჩის 25 მოგების და 6 მარცხის შემდეგ, კანარის კუნძულელებმა 50 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ. ქართველი ლეგიონერის გუნდი მხოლოდ მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას" ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას გიორგი შერმადინის გუნდი 24 აპრილს, "ხუვენტუტ ბადალონასთან" გამართავს.

სხვა სტატიები