Belive

გიორგი შერმადინის 28 ქულა და MVP-ის ტიტული გიპუზკოასთან შეხვედრაში

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" სტუმრად აუტსაიდერ "გიპუზკოას" ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 87:89 დამარცხდა. შერმადინის გუნდის წაგება მოულოდნელი იყო, რადგან "გიპუზკოასთან" შეხვედრაში ფავორიტად სწორედ ქართველი კალათბურთელის გუნდი მოიაზრებოდა. აღსანიშნავია, რომ "ტენერიფესთან" გამარჯვებამდე "გიპუზკოას" მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. შეხვედრის ბოლო მეოთხედი ძალიან დრამატული გამოდგა. "გიპუზკოას" კალათბურთელებმა მატჩის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს, ერთ მომენტში წინ 5 ქულითაც გავიდნენ, მაგრამ "ტენერიფემ" მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ბოლოს კი მასპინძლებმა ზუსტი 2 ქულიანი შეასრულეს და გაიმარჯვეს. მიუხედავად წაგებული შეხვედრისა, შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 31:08 წუთი დაჰყო, რა დროშიც გიორგიმ 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შერმადინმა 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ტენერიფე" 14 მოგებითა და 4 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას შერმადინის გუნდი 16 იანვარს "გრან კანარიას" წინააღმდეგ გამართავს. ასევე, იხილეთ მატჩის მიმოხილვა:   

სხვა სტატიები