Belive

გიორგი შერმადინის გუნდი ბარსელონას წინააღმდეგ დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნავსიანი დღე ჰქონდა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარსაც”. ქართველი ცენტრის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კატალონიაში ბარსელონას შეხვდა და ისე წააგო, შანსი არ ჰქონია – 71:103. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:12 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (13) ჩამორჩა, რომელმაც 10 ქულას 5 პასი წაამატა. ტენერიფელებს 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი, 7 დეკემბერს, მურსიასთან ჩაატარებენ. წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები