Belive

გიორგი შერმადინის მორიგი გაბრწყინება ევროპაში

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროთასის ტოპ 16-ის მესამე ტურში "უნიკახამ", რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი თამაშობს, საკუთარ მოედანზე "ლიმოჟი" 79:72 დაამარცხა. შერმადინმა 17 წუთი და 24 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17 შეადგინა. ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა, ადამ ვაზნიცკიმ ჩააგდო, რომელიც 18-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. "უნიკახა" 2 მოგებით პირველ ადგილზეა. შემდეგ ტურში, 19 იანვარს ესპანური გუნდი ისევ "ლიმოჟს", ამჯერად უკვე სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები