Belive

გიორგი შერმადინის მორიგი კარგი მატჩი და პირველი გამარჯვება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ახალი სეზონიდან გიორგი შერმადინი "ტენერიფეს" რიგებში ასპარეზობს, მათ პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე ბილბაოს წინააღმდეგ მარცხით დაასრულეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ დაპირისპირებაში შერმადინმა ბრწყინვალედ იასპარეზა. 28 სექტემბერს შერმადინი ძველი გუნდის - "უნიკახას" არენაზე დაბრუნდა და მათ წინააღმდეგ პირველად იასპარეზა, თანაც სასტარტო ხუთეულიდან. შეხვედრა "ტენერიფეს" გამარჯვებით, ანგარიშით 80:88 დასრულდა. გიორგიმ "უნიკახას" წინააღმდეგ 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ასევე 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 გახლდათ, რაც მის გუნდში რიგით მესამე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ 5 ოქტომბერს, საშინაო არენაზე გამართავს.    

სხვა სტატიები