Belive

გიორგი შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი ACB-ში | ტენერიფე დამარცხდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ხუვენტუდს" ეწვია, თუმცა სამწუხაროდ 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:85 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერს შეხვედრა სასტარტო შემადგელობაში არ დაუწყია, თუმცა პარკეტზე 27:13 წუთი დაჰყო, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +20 გახლდათ. "ტენერიფე" 25 გამარჯვებით და 7 მარცხით, ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, თბილისის დროით 23:15-ზე, საშინაო არენაზე გამართავს.

სხვა სტატიები