Belive

გიორგი შერმადინის მორიგი წარმატებული მატჩი

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინი 1-მატჩიანი უქმობის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა. როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ქართველმა ცენტრმა მინი ტრავმა მიიღო, თუმცა სათამაშო კონდიციების აღდგენა უმალვე მოახერხა. შერმადინის "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში, გასვლით მატჩში, "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ წარსდგა და 11-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა. შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე "ტენერიფეს" უპირატესობით დაიწყო და აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის ბოლოს 24-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საბოლოოდ 11 ქულით, ანგარიშით - 82:93, იმარჯვეს. გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე ჯამში არასრული 21 წუთი (20:40) გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 15 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. შედეგიანობის თვალსაზრისით ქართველი ლეგიონერის მარგი ქმედების კოეფიციენტი +18 გახლდათ, რითაც მხოლოდ მის თანაგუნდელ სასუ სალინს (+20) ჩამორჩა. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" "სან პაბლო ბურგოსის" წინააღმდეგ, 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს.

სხვა სტატიები