Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებელია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა, სადაც ლატვიაში "რიგას" ესტუმრა და შეხვედრა წარმატებით, ანგარიშით 64:68 დაასრულეს. "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ექვსივე შეხვედრა წარმატებით დაასრულა და C ჯგუფს ერთპიროვნულად უდგანან სათავეში. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი და 29 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას "იბეროსტარ ტენერიფე" სტუმრად, 3 დეკემბერს, "ბამბერგის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები