Belive

გიორგი შერმადინმა მურსიასთან მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა | მიმოხილვა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-16 ტურში ,,ტენერიფე'' ,,მურსიასთან'' სტუმრად 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:88 დამარცხდა. მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 30 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 14 შეადგინა. შეხვედრაში ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა, ტად მაკფადენმა. უკანახაზელმა 11 ქულას, 2 ასისტს, 1 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ,,ტენერიფე” 8 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზეა, ,,მურსია'' კი 10 მოგებითა და 6 წაგებით მე-4 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები