Belive

გიორგი შერმადინმა ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა და მატჩის MVP გახდა (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
Eurocup-ის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "უნიქსი" "უნიკახას" დაუპირისპირდა. მიმდინარე სეზონის ლიდერების დრამატული ბრძოლა უნიქსის გამარჯვებით, ანგარიშით 87:84 დასრულდა. ყაზანში გამართული მატჩი გიორგი შერმადინისათვის განსაკუთრებული გამოდგა. "უნიკახას" ქართველმა ცენტრმა ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა - თუმცა მისი გარჯის მიუხედავად ესპანელებმა დასანანი მარცხი იწვნიეს.
  გიორგი შერმადინმა 24:18 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო რეზულტატი დააფიქსირა. არასრულ 25 წუთში, შერმადინის მონაგარი 22 ქულას, 7 დაფარებასა და 1 შედეგიან გადაცემას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა 11-დან 9 ორქულიანის ჩაგდება შეძლო.

სხვა სტატიები