Belive

გიორგი ცინცაძე FIBA-ს გამოკითხვის ფინალშია!

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA-ს ოფიციალური გვერდი ათწლეულის საუკეთესო ასისტის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. ტრადიციულად მსგავსი ტიპის გამოკითხვებში ქართველები ადამიანების ძალა ძალიან დიდი აღმოჩნდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ცინცაძის ასისტი ნამდვილად შეუდარებელია და გამარჯვებას იმსახურებს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, ამჟამად საფინალო რაუნდში და გამარჯვების შემთხვევაში ქართველის ასისტი დეკადის საუკეთესოდ შეირაცხება. ფინალურ ეტაპზე ცინცაძის მეტოქე ფაკუნდო კამპაცოა, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეა და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა მასზე არანაკლებ ცნობილი და ძლიერი მარკ გასოლის დამარცხების შემდეგ არგენტინელის დამარცხება მოულოდნელი არ იქნება. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები