Belive

გიორგი ცინცაძის შედეგიანი გადაცემა მამაკაცთა შორის დეკადის საუკეთესოდ აირჩიეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA-ს ოფიციალური გვერდი ათწლეულის საუკეთესო ასისტის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. ტრადიციულად მსგავსი ტიპის გამოკითხვებში ქართველები ადამიანების ძალა ძალიან დიდი აღმოჩნდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ცინცაძის ასისტი ნამდვილად შეუდარებელია და გამარჯვებას იმსახურებს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, ამჟამად საფინალო რაუნდში და გამარჯვების შემთხვევაში ქართველის ასისტი დეკადის საუკეთესოდ შეირაცხება. მამაკაცთა ფინალურ ეტაპზე ცინცაძის მეტოქე ფაკუნდო კამპაცო გახლდათ, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეა და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა მასზე არანაკლებ ცნობილი და ძლიერი მარკ გასოლის დამარცხების შემდეგ არგენტინელიც ანალოგიურ გზას დაადგა - ცინცაძის პასი, მამაკაცთა შორის საუკეთესოა. მომდევნო და დასკვნითი ეტაპზე ცინცაძის მეტოქე ქალთა შორის საუკეთესოდ შერაცხული შედეგიანი გადაცემის ავტორი იქნება. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები