Belive

გოგა ბითაძე: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველებმა იამაყონ"

1 წლის წინ კალათბურთი
6 წთ

თბილისი (საქართველო) - გოგა ბითაძეს სჯერა, რომ Eurobasket 2022-ზე საქართველოს ხმაურის გამოწვევა შეუძლია, რადგან ამ ზაფხულის მიწურულს, ქვეყანა განსაკუთრებულ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთ-ერთია იმ ოთხ ქალაქს შორის, რომელიც ევროპის უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბითაძე მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ნიჭის გამოვლენა შეძლონ.

"ეს ძალიან კარგია და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია. ჩვენ არასდროს გვითამაშია ევრობასკეტი სახლში (ადრე), ასე რომ, ეს იქნება ფანტასტიკური გამოცდილება როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის. განსაკუთრებული მოთამაშეები გვყავს, ჩვენ ძალიან ნიჭიერი გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა იამაყონ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი და ნიჭი იმისათვის, რომ ზოგიერთი საკმაოდ კარგი ძლიერი მოწინააღმდეგე დავამარცხოთ. მოუთმენლად ველი ტურნირის დაწყებას. ეს იქნება ძალიან სახალისო გამოცდილება თითოეული ჩვენგანისთვის".
"ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში, ბითაძე NBA-ში მესამე სეზონს ატარებს და ახლა მოუთმენლად ელის საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანეს ტურნირზე, საშინაო კედლებში თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 22 წლის კალათბურთელი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, შესაძლოა მნიშვნელოვანი უპირატესობა აღმოჩნდეს.
"ჩვენი მიზანია სახლში დიდებული პირველი რაუნდი ჩავატაროთ და მეექვსე მოთამაშის ფაქტორი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. გულშემატკივრისგან უდიდეს მხარდაჭერას მივიღებთ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულია". "ჩვენი მიზანია, გავიდეთ და ტურნირზე რაც შეიძლება კარგად ვიასპარეზოთ. უმნიშვნელოვანესია ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი-ოფში, ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება. თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს ვითამაშებთ, გულშემატკივრის მხარდაჭერით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია".
უმნიშვნელოვანეს სანაკრებო ტურნირზე საქართველოს დებიუტი 2011 წელს შედგა - ტურნირის თანამასპინძლის რანგში, საქართველო ევრობასკეტზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. "მაქვს განცდა, რომ ამ ზაფხულს NBA-ს ბევრი მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში გამოცხადდება და მაქსიმუმს გაიღებს. კარგი იქნება ამ გამოცდილების მიღება", - გოგა ბითაძე. ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევა და პლეი-ოფში ასპარეზობის გაგრძელება, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისათვის არც ისე მარტივი იქნება. რთული ამოცანაა, რადგან A-ჯგუფში საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი და მონტენეგრო იასპარეზებენ.
"რთული ჯგუფია. თითოეული მოწინააღმდეგე საკმაოდ ანგარიშგასაწევია, ტურნირზე სუსტი გუნდები არ ასპარეზობენ. მაქვს განცდა, რომ ამ ზაფხულს NBA-ს ბევრი მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში გამოცხადდება და მაქსიმუმს გაიღებს. კარგი იქნება ამ გამოცდილების მიღება". "ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ასევე დიდი გამოწვევა იქნება სხვა ნაკრებებისთვის, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ აპირებენ თამაშს. უამრავ ენერგიას გავიღებთ და დაცვაში თავდაუზოგავად გავირჯებით, რათა რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგება შევძლოთ და ტურნირზე წარმატებით ვიასპარეზოთ". "ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშო, რათა პლეი-ოფისთვის მზად იყო. იცი, როგორი მოწინააღმდეგის წინაშე დგახარ - დიდ გუნდებთან თამაში ყოველთვის უფრო მოტივირებულს გხდის და მომავლისთვის გამზადებს".
 
View this post on Instagram
 

A post shared by Goga Bitadze (@gogabitadze)

2017 წელს, ბითაძემ ტრავმის გამო ვერ იასპარეზა - მისი ყოფნა საქართველოს ისედაც შთამბეჭდავ პერფორმანსს, მეტ სიღრმეს შესძენდა. სწორედ ესაა, ის, რასაც საქართველო დიდ სცენაზე გამოიყენებს.
"ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს რა თქმა უნდა სიმართლეა. ჩვენ ძალიან დომინანტი მოთამაშეები გვყავს. სანდრო მამუკელაშვილი, თოკო შენგელია, გიორგი შემარდინი და მე - ჩვენ დიდი სამუშაოს გაწევა შეგვიძლია. პერიმეტრის გაწმენდა, ბევრი მოხსნა და ასევე, სროლა". "თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სროლა. ჩვენს დამცველებს შეუძლიათ სროლა - რატი ანდრონიკაშვილი საკმაოდ ახალგაზრდაა, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში და ძალიან კარგად ისვრის. ასე რომ ჩვენს არსენალში უამრავი იარაღია".  "ვფიქრობ, ძალიან დაბალანსებული მოთამაშეთა ჯგუფი გვყავს. გუნდში უამრავი ნიჭიერი მოთამაშეა, არც გამოცდილი მოთამაშეები გვაკლია, მაგალითად: გიორგი და თოკო. ასეთი ვეტერანების ყოლა, გუნდისთვის დიდი ბონუსია - დიდი პლიუსია ეროვნულ ნაკრებში ასეთი მოთამაშეების ასპარეზობა".
ევრობასკეტის დაწყებამდე, მთავარი გამოწვევა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, ისტორიის დაწერა და კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოპოვებაა. ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველომ ბრწყინვალე სტარტი აიღო. ბითაძეს სურს თავისი როლი შეასრულოს მომავალ მატჩებში, რომლებიც 30 ივნისს დაიწყება.
"ყოველთვის, როდესაც შესაძლებლობა მომეცემა ჩემი ქვეყნის დასახმარებლად მაქსიმუმს გავიღებ. ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო მატჩში მსურს მონაწილეობის მიღება - ეს იქნება ევრობასკეტი, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, თუ ოლიმპიური თამაშები. ასე, რომ ვეცდები საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ყველა მატჩში დავეხმარო, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ". "შემდეგ ტურში გასვლით და ორი შესანიშნავი მატჩის ჩატარებით, ევრობასკეტის სტარტზე ჩვენ შეგვიძლია ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში ვიყოთ".

სხვა სტატიები