Belive

გოგა ბითაძე - 100 პროცენტს გავაკეთებთ, რომ ევრობასკეტზე ყველა თამაში მოვიგოთ

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ევრობასკეტი 2022-ის შესახებ ილაპარაკა. ჩვენს ნაკრებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი რესურსი აქვს ამ ტურნირზე საკმაოდ შორს გავიდეს, რაც ჩვენმა ახალგაზრდა ცენტრმაც აღნიშნა.
„არამარტო კალათბურთის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია ევრობასკეტის საქართველოში ჩატარება. რა თქმა უნდა, ნაკრები ყოველთვის წინ დგას და პრიორიტეტულია და იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი ჯანმრთელად შევხვდებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია, რომ რაღაც განსაკუთრებული მოვახდინოთ ამ ევრობასკეტზე. ძალიან დიდი ხანია ნაკრებში არ მითამაშია და ვერ ვითმენ როდის ჩამოვალ და ამას შევძლებ. ძალიან რთული ჯგუფი გვყავს, მაგრამ ეს კარგია – თუ ჩვენ შორს წასვლა გვინდა, მაინც მოგვიწევს რთულ გუნდებთან თამაში და ეს ვფიქრობ კარგია, რომ ასეთი თამაშებისთვის მომზადება ჯგუფურ ეტაპზე გვიწევს. ვფიქრობ, რომ საქართველოში იმხელა რესურსი და გულშემატკივრების მხარდაჭერა გვაქვს. 100 პროცენტს გავაკეთებთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ, რისი რესურსი და შესაძლებლობაც ნამდვილად გვაქვს," - განაცხადა ბითაძემ.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები