გოგა ბითაძე, ჯარეტ კალვერი და სეკუ დუმბუია adidas-ის ოჯახის წევრები გახდნენ. adidas Basketball-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეულთან პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.
გოგა ბითაძემ ევროლიგაში ფენომენალური ასპარეზობით შეძლო თავის გამოჩენა – ევროლიგის 2019 წლების სეზონის ამომავალ ვარსკვლავად დასახელების შემდეგ, ბითაძეს ახალი გამოწვევა NBA-ში ელის. აღსანიშნავია, რომ 19 წლის ბითაძეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
გოგა ბითაძის, ჯარეტ კალვერისა და სეკუ დუმბუიას წარდგენის დროს, adidas Basketball-ის მმართველმა დირექტორმა კოფი ბრაუნმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “კალვერი, ბითაძე და დუმბუია NBA-ის მომავალი თაობაა. მოხარული ვართ, რომ მათთან თანამშრომლობა დავიწყეთ და ისინი adidas-ის ათლეტების დიდ გუნდს შეუერთდნენ. მსოფლიოს მასშტაბით, საკალათბურთო კავშირების გამყარებაში თითოეული მათგანი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს. ბრენდის სამომავლო კამპანიებში ამომავალი ვარსკვლავები აქტიურად იქნებიან ჩართული.”