Belive

გოგა ბითაძე "ჩიკაგოსთან" სასტარტო ხუთეულში იქნება!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

როგორც ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, დღეს გასამართ მატჩში სადაც "ინდიანა პეისერსი" "ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპირდება დომანტას საბონისი ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამის მიზეზი კი ფეხის კუნთის ტრავმაა. მთავარ მწვრთნელზე, ნეით მაკმილანზე დაყრდნობით სასტარტო ხუთეულში შეხვედრას 20 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დაიწყებს. ინფორმაციას "ინდიანას" ოფიციალური ტვიტერი ავრცელებს. მატჩი თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები