Belive

გოგა ბითაძე და ინდიანა ოკლაჰომასთან დამარცხდნენ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ოკლაჰომასა" და "ინდიანას" დაპირისპირება შედგა. ოკლაჰომაში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 126:106 დასრულდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა. "ინდიანას" ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 6:16 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულისა და 3 მოხსნის დაგროვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს NBA-ში ტრეიდებისთვის გამოყოფილი დედლაინი იწურება, კალათბურთის ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ პერიოდში “ინდიანა პეისერსი” 23 წლის ქართველ ცენტრს – გოგა ბითაძეს დაატრეიდებს. აღნიშნულ ინფორმაციას NBA-ის მიმომხილველი – ჯეიკ ფიშერი ავრცელებს.

სხვა სტატიები