Belive

გოგა ბითაძე ივლისში საქართველოს ნაკრებს დაეხმარება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძე ივლისის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას მიიღებს. ილიას ზუროსის გუნდი, რომელიც შეკრებას ხვალ დაიწყებს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს გამართავს. 1-ელ ივლისს საქართველო ჯერ უკრაინას რიგაში დაუპირისპირდება, 4-ში კი შინ ესპანეთს მიიღებს. საქართველოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის, პაატა გურასპაულის განცხადებით, უმნიშვნელოვანეს მატჩებში ნაკრებს "ინდიანა პეისერსის" ცენტრი, გოგა ბითაძე დაეხმარება. რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მისი საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე, 4 მატჩში, 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები