Belive

გოგა ბითაძე ოფიციალური დებიუტისთვის ემზადება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონი დღეს დაიწყო. პირველი შეხვედრები გამართეს "ტორონტო" - "ნიუ ორლეანსმა" (130:122) და "კლიპერსი" - "ლეიკერსმა" (112:102). ჩვენს ყურადღებას იქცევს "ინდიანა პეისერსი", რომელმაც ზაფხულში დრაფტზე გოგა ბითაძე აიყვანა. ახალგაზრდა ქართველს ინდიანაში იმედიანად უყურებენ. გოგას დებიუტი "ინდიანაში" "მინესოტასთან", პრე-სეზონის შეხვედრაში შედგა, სადაც მან 14 ქულა მოაგროვა. ახლა ბითაძე NBA-ში ოფიციალური დებიუტისთვის ემზადება. ნეით მაკმილანის გუნდი სეზონის პირველ თამაშს ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 03:00-ზე, "დეტროიტთან" გამართავს. უდიდესი ალბათობით, 20 წლის გოგა ბითაძის დებიუტი NBA-ში სწორედ "პისტონსთან" შეხვედრაში შედგება.  

სხვა სტატიები