Belive

გოგა ბითაძე - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი სპორტსმენი?!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
2019 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტის შედეგად, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე პირველი რაუნდის მე-18 არჩევანი გახლდათ, რომელიც "ინდიანა პეისერსს" ეკუთვნოდა. პირველ რაუნდში არჩეულ კალათბურთელებს გარანტირებული კონტრაქტები ელოდებათ. გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემის, Forbes-ის მიხედვით, გოგა ბითაძე "ინდიანას" რიგებში გატარებული 2 წლისათვის 5.8 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიური ანაზღაურების სახით ქართველი ცენტრი 2.9 მილიონ დოლარს აიღებს. გამომდინარე იქედან, რომ ზაზა ფაჩულია 2019/20 წლების სეზონში ვეტერანის მინიმუმს მიიღებს, გოგა ბითაძე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი სპორტსმენი გახდება ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით. ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელსაც რეალურად შეუძლია გამოიმუშაოს გოგა ბითაძეზე მეტი თანხა ნიკოლოზ ბასილაშვილია. მისი ანაზღაურება არ გახლავთ ფიქსირებული და გამომუშავების შედეგად გამოითვლება, ვიმედოვნოთ, რომ ბასილაშვილი მოახერხებს და გოგაზე მეტს გამოიმუშავებს.  

სხვა სტატიები