Belive

გოგა ბითაძე საუკეთესოდ აღიარეს

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
19 წლის უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე Eurobasket.com-მა ადრიატიკის ლიგის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე სერბული კლუბის "მეგა ბემაქსის" ღირსებას იცავს. უკანასკნელ შეხვედრაში მისი გუნდი "მორნარ ბარს" დაუპირისპირდა, სწორედ ამ შეხვედრაში ბრწყინვალე იყო გოგა ბითაძე. პირველ წუთებში "მეგა ბემაქსის" მიერ ჩაგდებული 18 ქულიდან 15 ბითაძის მონაგარი გახლდათ. ჯამში ბითაძემ შეხვედრაში 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ამ ტურამდე გოგა ბითაძემ განვლილ 4 ტურში საშუალო სტატისტიკურად 18.2 ქულა, 8.5 მოხსნა და 2.2 დაფარება მიითვალა, რაც ცალსახად ბრწყინვალე სტატისტიკური მონაცემებია.

სხვა სტატიები