Belive

გოგა ბითაძე: "ვუყურებ ყველა ჩემს თამაშს"

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
იმ დროს, როცა მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია, "ინდიანა პეისერსის" ოფიციალური გვერდი გოგა ბითაძესთან საუბრობს. როგორც გაირკვა, ქართველი კალათბურთელი სახლში ყოფნისას დროს საკუთარი გუნდის თამაშების ყურებით ატარებს.
"პირველად რთული დასაჯერებელი იყო, რომ NBA შეჩერდა. ეს უცნაურია, რადგან აშშ-ში კალათბურთი თითქმის არასდროს ჩერდება. მოთამაშის გონებაში მუდმივად კალათბურთია, კვირის განმავლობაში კი ვერაფერს აკეთებ და ასეთ დროს ვერ ხვდები, თუ რა ხდება. თუმცა, ეს პირველ დღეებში იყო, შემდეგ გავანაალიზე რაც ხდებოდა. ახლა დიდი დრო მაქვს, რომ გუნდის ყველა თამაშს ვუყურო, მათ შორის იმ მატჩებს, რომელიც ევროპაში გავმართე. ამის გაკეთება ზოგიერთი შეხვედრის შემთხვევაში 2-ჯერაც კი მოვახერხე, რადგან მგონია, რომ განვითარებისთვის ეს უმნიშველოვანესია. ვუყურებ, თუ რა კომპონენტში შეიძლება განვვითარდე. დებიუტანტი ვარ და დახვეწა ბევრი კუთხით მჭირდება. NBA-ში გუნდს, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დასჭირდე და ამისთვის მზად უნდა იყო. მეუბნებიან, რომ თამაშებისას აგრესია მაკლია, ამაზე კი ვმუშაობ. ჩემი მოლოდინი სადებიუტო სეზონში იყო ის, რომ პარკეტსა და ვარჯიშზე 100%-ით უნდა დავხარჯულიყავი. ვიცოდი, რომ გუნდში კარგი მოთამაშეები თამაშობდნენ, რომლებიც ერთად დიდი ხანია არიან. შესაბამისად, ვხვდები, რომ ჩემთვის ბევრი წუთისა და სროლის მოცემა ჯერ რთული იქნებოდა," - განაცხადა გოგამ ინტერვიუში.

სხვა სტატიები