Belive

გოგა ბითაძემ მცირე დროში კარგი შედეგი დააფიქსირა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოასპარეზე ერთადერთმა ქართველმა, გოგა ბითაძემ, მორიგი მატჩი ჩაატარა. გოგას "ინდიანა", "მაიამის" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე, 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, თუმცა აღსანიშნავია ქართველი კალათბურთელის კარგი თამაში. გოგამ პარკეტზე 10:41 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საყურადღებოა, რომ მცირე დროში გოგა 5-ჯერ დაჯარიმდა.



რაც შეეხება პარკეტზე ყოფნის დროს შედეგიანობას, ამ მხრივ ქართველი ცენტრი  "ინდიანას" რიგებში საუკეთესო იყო - მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +7 გახლდათ. მომდევნო შეხვედრას "ინდიანა" კვლავ საკუთარ მოედანზე, 3 აპრილს, "შარლოტის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები