Belive

გოგა ბითაძემ NBA-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ. მისი "ინდიანა პეისერსი" "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 102:95 დაამარცხა. მატჩში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი გოგას მიერ მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთი იყო რასაც მეტოქის დაჯარიმება და ბითაძის 2 ზუსტი ტყორცნა მოჰყვა. საბოლოო ჯამში 20 წლის ცენტრის ანგარიშზე 24:54 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკ-შოტი მოაგროვა. მისი 4 ბლოკ-შოტი საუკეთესო შედეგი იყო პარკეტზე. მომდევნო მატჩს "ინდიანა" 4 ნოემბერს, თბილისის დროით 02:00 საათზე "ჩიკაგოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

View this post on Instagram

that’s gonna be a n🚫 for me dawg

A post shared by Indiana Pacers (@pacers) on

სხვა სტატიები