Belive

გოგა ბითაძის 15 ქულა კლივლენდთან

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსთან" გამართა და 124:127 დამარცხდა. გოგა ბითაძემ "კლივლედთან" თამაშში პარკეტზე 18 წუთი გაატარა და წინა თამაშის მსგავსად, დღესაც კარგი სტატისტიკა ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 15 ქულა (2-დან 1 საჯარიმო, 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 9 ქულა, 3 ასისტი და 1 დაფარება მიითვალა.

იხილეთ ბითაძის გამორჩეული მომენტები:

22 მოგებითა და 45 მარცხით "ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

სხვა სტატიები