Belive

გოგა ბითაძის აღიარება ადრიატიკის ლიგაზე

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ბუდუჩნოსტის" ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის სეზონის, საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში, რომელშიც გულშემატკივრების გარდა, გუნდების მთავარი მწვრთნელები და თავად ადრიატიკის ლიგის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ, ბითაძემ ხმათა 42 პროცენტი მიიღო. გამოკითხვაში უპირატესობა მწვრთნელების მიერ დასახელებულ მოთამაშეებს ერგებოდათ, შემდეგ მოდიოდნენ გულშემატკივრები და ბოლოს ადრიატიკის ლიგის კომისია. როგორც გულშემატკივრებმა ასევე გუნდების დამრიგებლებმა უპირატესობა სწორედ ქართველს მიანიჭეს. 19 წლის ბითაძე, მეორე სეზონია რაც ადრიატიკის ლიგაზე ბრწინვალედ ასპარეზობს და ეს აღიარებაც ქართველმა, სავსებით დამსახურებულად მოიპოვა.

სხვა სტატიები