Belive

გოგა ბითაძის კარიერის შესაძლო განვითარება ინდიანა პეისერსში

3 წლის წინ კალათბურთი
5 წთ
გოგა ბითაძის კარიერა NBA-ში ისე ვერ ვითარდება, როგორც ისურვებდა, ან ქართველი გულშემატკივრები ვისურვებდით, რადგან, გასულ რეგულარულ სეზონში, მას სტაბილური დრო საერთოდ არ ჰქონია ინდიანა პეისერსში. მეტიც, NBA-ის განვითარების ლიგაშიც კი დააქვეითა, აწ. უკვე, გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა და ფლეიოფში საერთოდ არ გაუყვანია პარკეტზე. იდეაში, ეს ტრაგედია სულაც არ არის, რადგან ჩვენი ბიჭისთვის პირველი წელი იყო, მაგრამ გოგა მეტს იმსახურებს! გოგა ბითაძის ნიჭი გაცილებით მეტ გასაქანს იმსახურებს. 21 წლის ქართველ ცენტრს კლუბში 2 გამოცდილი კონკურენტი დახვდა. რეალურად, სხვაგან მსგავსი სიტუაცია ასე მძაფრადაც ვერ ექნებოდა. ამ ყველაფერზე, როგორც მოსალოდნელი იყო, კითხვები გაჩნდა, თუ როგორ დაიკავებდა გოგა ღირსეულ ადგილს გუნდში მსგავს პირობებში, როცა საქმე ეხება დომანტას საბონისსა და მაილ ტერნერს.

იგეგმება თუ არა ინდიანაში ისეთი ცვლილებები, რომელიც გოგა ბითაძის კარიერაზე დადებითაც აისახება?


აქ ერთი საინტერესო თეორიის საფუძველი არსებობს: ტერნერის და საბონისის წლიური ხელფასები 18-18 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს კი, ნიშნავს, რომ ინდიანა პეისერსი, ცენტრის პოზიციისთვის ხარჯავს წლიურ 40 მილიონამდე დოლარს (+ გოგას ალხალწვეულის კონტრაქტი). როდესაც კლუბს, მხოლოდ, ერთ პოზიციაში უწევს ამხელა თანხის გადახდა, მინიმუმ, სუპერვარსკვლავი უნდა ჰყავდეს სტარტერად (საუბარია კარგ საფლეიოფო გუნდზე). ტერნერი კარგი ცენტრია, მაგრამ მისი მაქსიმუმი, უბრალოდ, კარგი 5 ნომრის სტატუსია. დომანტასი ვარსკვლავია, თუმცა, არა - სუპერვარსკვლავი. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს, პეისერსი კონკრეტულ ცვლილებებს არ განიხილავდეს.

გასაგებია, რომ დომანტასი და მაილსი, ერთად, 4 და 5 ნომრებს ინაწილებდნენ მიმდინარე სეზონში, მაგრამ ორივე ნომინალური ცენტრია. მხოლოდ, იმიტომ იდგა ერთ-ერთი მძიმე ფორვარდად, რომ გუნდს სხვა გზა არ ჰქონდა. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი. ამასვე ადასტურებს გოგა ბითაძის მიერ ნათქვამი სიტყვები Sixth Man-ის პოდკასტის წამყვანებისთვის, რომ, რეალურად, გუნდის ხელმძღვანელობა მძიმე ფორვარდად ტერნერს უფრო აყენებდა, საბონისს კი - ცენტრად. პუბლიკაში კი, აბსოლუტურად, საპირისპირო ინფორმაციაა დღემდე. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ინდიანაში, უკვე, იციან, ვინ უნდა გამოიყენონ რეგულარულად ცენტრზე.

რა შემთხვევაში მიეცემა გოგა ბითაძეს უფრო მეტი სათამაშო დრო?


ანუ, რა ხდება? - პეისერსი, სანამ დრო აქვს, ცვლის მაილს ტერნერს სულ სხვა პოზიციის მოთამაშეში, რომელიც ასე სჭირდება ინდიანას, გოგა კი სრულფასოვან სათადარიგო ცენტრად ჩამოყალიბდება. საბონისი/ბითაძის მონაცვლეობა დაჯდება, მხოლოდ, 20,9 მილიონი დოლარი. რასაც არ უნდა ამბობდნენ ინდიანელთა შტაბში, რომ მაილსს, გოგას გამო, მძიმე ფორვარდზე გადაწევენ, ხოლმე, როცა ბითაძე ,,დაღვინდება" და ა.შ.... ეს ვერ გაამართლებს და დიდხანს არ გაგრძელდება. საბოლოოდ, მიხვდებიან და, წესით, ხვდებიან კიდეც, რომ ხსენებული სამეულიდან ვინმე უნდა შეეწიროს უფრო მობილური ტიპის მოყვანას. დღევანდელი კალათბურთის პირობებში, სხვანაირად ვერ იქნება, Wing-ების ეპოქაა.
5f2f416ec9cf4

რას ნიშნავს Wing? - მძიმე ფორვარდს, რომელიც, თითქმის, იგივე პრეროგატივებით მოქმედებს, როგორც - მსუბუქი ფორვარდი, უბრალოდ, სულ ოდნავ, ფიზიკურად უფრო დიდია, ვიდრე - ნომინალური 3 ნომერი (ან, არცაა უფრო დიდი). გოლდენ სტეიტ უორიორსის დომინირების შემდეგ, ლიგაში ეს კონკრეტული სტანდარტი ჩამოყალიბდა, ანუ, უფრო მობილური, მოძრავი გახდა ხუთეული, 3 წამიანი ზონა კი, შაბლონურად რომ ვთქვათ, მარტო, ცენტრს დარჩა. პ.ს. თუ დაკვირვებით გადახედავთ, ვისში შეიძლება, გაიცვალოს მაილს ტერნერი, ისეთი 4 ნომრის პოვნა გაგიჭირდებათ, რომელსაც ან მასში გაგიცვლიან, ან მაილსის გაცვლა ღირს მაგ ,,მასალაში". სამაგიეროდ, საკმაოდ დიდი არჩევანია 3 ნომრებში, რომელთა პრეროგატივა, როგორც წესი, მხოლოდ, სროლა და დაცვაა, ანუ, Role Player-ები არიან. ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს ერთი საინტერესო მიზეზის გამო, პეისერსის სტარტერ 3 ნომერს, თი ჯეი უორენს, ისევე წარმატებით შეუძლია 4-ზე ასპარეზობა, როგორც ამას თავის ახლანდელ პოზიციაზე აკეთებს. მარტივად რომ ვთქვათ, ცენტრის პოზიცია, მთლიანად დომანტას საბონისსა და გოგა ბითაძეს დარჩებათ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გოგასნაირ ტალანტს საკუთარი შემცვლელები სჭირდება სამომავლოდ და არა ის სიტუაცია, სადაც თავადაა ვინმეს შემცვლელი, თუნდაც - სტაბილური და რესპექტაბელური დროით... სტატიის ავტორი: პაატა წამალაშვილი

სხვა სტატიები