Belive

გოგა ბითაძის მორიგი აღიარება მონტენეგროში

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ბუდუჩნოსტის" ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ უცხოეთში მორიგი აღიარება მოიპოვა. ახალგაზრდა კალათბურთელი რამდენიმე წუთის წინ, ადრიატიკის ლიგის (ABA League) რეგულარული სეზონის MVP-დ დაასახელეს.
გოგა ბითაძე "ბუდუჩნოსტში" გადასვლის შემდეგ, საშუალოდ მატჩში 16.3 ქულას, 6.4 მოხსნასა და 0.9 ასისტს აგროვებს, ორმაგი დუბლი კი 6-ჯერ შეასრულა. აღსანიშნავია რომ ადრიატიკის ლიგის 2018/19 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძესთან ერთად ჯეიკობ პულენიც მოხვდა. პულენი "ცედევიტას" ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც საშუალოდ 17.4 ქულას, 2.1 ასისტსა და 1.7 მოხსნას აგროვებს.

სხვა სტატიები