Belive

გოგა ბითაძის ფენომენალური მატჩი ევროლიგაზე და MVP-ის ტიტული (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გუშინ, 3 დეკემბერს, ევროლიგის მე-16 ტურის მატჩები შედგა, სადაც გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" "მილანს" ესტუმრა და 111:94 დამარცხდა. საოცარი მატჩი ჩაატარა ქართველმა ახალგაზრდა ცენტრმა - გოგა ბითაძემ ევროლიგის მეორე კარიერულ მატჩში  23 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა.  გოგას ვერც სამწამიანში და ვერც პერიმეტრზე ვერ აჩერებდნენ და იგი დამსახურებულად გახდა ამ მატჩისა და მთლიანად ტურნის საუკეთესო. მისი სარგებლიანობის ინდექსი +31 იყო. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 26:50 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში 19 წლის ქართველმა ცენტრმა 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, 4-ჯერ დაჯარამდა, 8-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ხოლო 2-ჯერ დაუფარეს. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

სხვა სტატიები