Belive

გოგა ბითაძის სადებიუტო გამარჯვება ევროლიგაზე და შესანიშნავი სტატისტიკა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროლიგის მე-18 ტურის მატჩი, სადაც გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" "დარუშაფაკას” უმასპინძლა და  დრამატულ ბრძოლაში 75:74 დაამარცხა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თავის გუნდში მხოლოდ ედვინ ჯონსონზე ნაკლები ითამაშა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:31 წუთი დაჰყო და 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და მატჩი ყველაზე ბევრი – 4 დაფარება მიითვალა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ევროლიგაზე ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები