Belive

არც ერთი წუთი გოგას - ინდიანამ სეზონი დაასრულა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ინდიანა პეისერსმა" სეზონი დაასრულა - ნეით მაკმილანის გუნდი პირველივე რაუნდში "მაიამი ჰიტთან" უშანსოდ, 0:4 დამარცხდა. სერიის ბოლო შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა. "ინდიანა" თამაში 12 ქულით, 99:87 დათმო. სამწუხაროდ, ინდიანაპოლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს სათამაშო წუთები არც მე-4 შეხვედრაში მისცა. საერთო ჯამში, პლეი-ოფი ისე დასრულდა, რომ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი პარკეტზე არ გასულა. "მაიამი ჰიტი" მე-2 რაუნდში "მილოუკისა" და "ორლანდოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები