Belive

Golden State Warriors-მა ზაზა ფაჩულია დააწინაურა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რაც თითოეული გუნდის შიდა სამზარეულოში ცვლილებების დაჩქარების მაპროვოცირებელი ფაქტორია. მას შემდეგ რაც ზაზა ფაჩულიამ მისი სპორტული კარიერა დაასრულა, მან "გოლდენ სტეიტის" რიგებში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. 16-წლიანი ამერიკული კარიერის მანძილზე, ქართველი კალათბურთელი მის სამომავლო საქმიანობაზეც ფიქრობდა და პრესტიჟულ უნივერსიტეტში განათლებას იღებდა. ფაჩულია აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გეგმა გენერალური მენეჯერობაა.



კონსულტანტად მომუშავე ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ამერიკულმა გუნდმა დააწინაურა, ამის შესახებ მათ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ცნობა გამოაქვეყნეს - ზაზა ფაჩულია ამიერიდან ბიზნეს და საკალათბურთო დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციის კუთხით იმუშავებს.

სხვა სტატიები