გოლდენ სტეიტი NBA-ს ისტორიაში კვლავ შევიდა

30 ნოემბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩები გაიმართა, სადაც თავისი 23-ე მატჩი გამართა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა”, რომელიც “ტორონტოსთან” 131:128 დამარცხდა. მატჩის MVP კევინ დურანტი გახდა. “ოკლენდელთა” ცენტრმა ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა: 51 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 11 მოხსნა.

სწორედ კევინ დურანტის 51-მა ქულამ “გოლდენ სტეიტი” NBA-ს ისტორიაში შეიყვანა. კერძოდ, 1961-62 წლების შემდეგ პირველად მოხდა, რომ ერთი გუნდიდან 3 კალათბურთელი აგდებს სეზონში 50+ ქულას.

1961-62 წლებში “ლეიკერსის” რიგებში ელგინ ბეილორმა, იერი ვესტმა და რუდი ლარუსომ შეძლეს თავის გამოჩენა. 2018-19 წლებში კი ეს სტატისტიკა “გოლდენ სტეიტ უორიორსის” შესანიშნავმა სამეულმა (სტეფ კარი, კლეი ტომპსონი და კევინ დურანტი) გაიმეორა.

(87)

გოლდენ სტეიტი NBA-ს ისტორიაში კვლავ შევიდა

სტატიის ავტორი
-