Belive

გრეგ მონროს ახალი გუნდი, რაც მის დიდ რეგრესს უსვამს ხაზს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გრეგ მონრო ამერიკელი კალათბურთელია, პოზიციით ცენტრი, ის 1990 წლის 4 ივნისს დაიბადა, შესაბამისად 29 წლისაა. კოლეჯის კალათბურთში გამორჩეული თამაშის შემდგომ ის 2010 წელს პირველი რაუნდის მე-7 პიკად "დეტროიტ პისტონსმა" აირჩია, სადაც მან მომდევნო 5 წელი გაატარა. 2015 წელს მონრო "დეტროიტიდან" "მილუოკის" რიგებში გადავიდა, სადაც 2017 წლამდე დაჰყო. მონროს შემდეგი გაჩერება "ფინიქსი" აღმოჩნდა, სადაც 1 წელი გაატარა. 2018 წლის შემდეგ კი მონროს "რეისი" ასეთი გახლდათ - "ბოსტონი" - "ტორონტო" - "ბოსტონი" - "ფილადელფია". როგორც ჩანს მონრომ ამერიკული კალათბურთის სტანდარტები სრულყოფილად ვერ დააკმაყოფილა და საკუთარი თავის ევროპულ სარბიელზე გამოცდა გადაწყვიტა, მომდევნო სეზონიდან გრეგ მონრო "მიუნხენის ბაიერნის" რიგებს დაიცავს და საკუთარი თავის წარმოჩინებას გერმანიის ჩემპიონატსა და ევროლიგაზე შეეცდება. ამერიკელი ცენტრი გერმანულ კლუბთან ერთ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 632 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც საშუალოდ თითო თამაშში 13.2 ქულასა და 8.3 მოხსნას უყრიდა თავს.  

სხვა სტატიები