Belive

hoopshype - ბითაძისა და მამუკელაშვილის შეფასება

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

გავლენიანმა საკალათბურთო პორტალმა, ევრობასკეტზე მოასპარეზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავების შეფასება გამოაქვეყნა.

hoopshype-ს უყურადღებოდ არც გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი დარჩენია. "ინდიანა პეისერსისა" და "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელებმა საქართველოს ნაკრების რიგებში თავი არაერთ ეპიზოდში გამოიჩინეს.



სანდრო მამუკელაშვილი "მილუოკი"

შეფასება: B-

სტატისტიკა: 15.2 ქულა, 11.0 მოხსნა, 2.4 ასისტი

საშინაო კედლებში გამართულ შეხვედრებში განსაკუთრებით საინტერესო თურქეთის წინააღმდეგ გამართული მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და საქართველომ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებს ლიდერად სანდრო მამუკელაშვილი მოევლინა, რომლის სახელსაც მშობლიური პუბლიკა აქტიურად სკანდირებდა. მამუკელაშვილის გარჯა პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ, მან ევრობასკეტზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


333

გოგა ბითაძე "ინდიანა"

შეფასება: C

სტატისტიკა: 10.0 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.8 ასისტი

სამშობლოში თამაშის დროს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო. გოგა ბითაძემ საქართველოს მიერ მოპოვებულ ერთადერთ გამარჯვებაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში თავი სოლიდურად წარმოაჩინა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ბითაძემ 23 ქულის დაგროვება შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ "ინდიანასთან" არსებული კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე, ბითაძემ ევრობასკეტზე არც ისე სოლიდური პერფორმანსით წარმოაჩინა თავი.

hoopshype-ს რჩეული ვილი ჰერნანგომესი გახდა, რომელმაც ესპანეთის ტრიუმფში ლომის წვლილი დაიდო. "ნიუ ორლეანსის" 28 წლის ცენტრი ევრობასკეტზე საშუალოდ 17.2 ქულას, 6.9 ქულასა და 1.0 ასისტს აგროვებდა.

სხვა სტატიები