Belive

იანის ანტეტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრების განაცხადშია!

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ჩინეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის 18 კაციანი წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა. განაცხადშია სამივე ანტეტოკუნმპო, ბურისისი და კალატესი. იანის ანტეტოკუნმპოსთვის ეს მეორე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. შეგახსენებთ რომ იანისი NBA-ს რეგულარული სეზონის MVP გახდა. შემადგენლობაშია ტაილერ დორსი "მემფის გრიზლიდან", რომელიც ნატურალიზებული მოთამაშის რანგში იქნება. სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება: იანის ათინაიუ (პროვანსი, საფრანგეთი) იანის ბურუსისი (ჟეჯიანგ ლაიონსი, ჩინეთი) იანულის ლარენძაკისი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი) კოსტას პაპანიკოლაუ (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი) კოსტას სლუკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი) იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი, NBA, აშშ) ტანასის  ანტეტოკუნმპო (პანათინაიკოსი, საბერძნეთი) კოსტას ანტეტოკუნმპო (ტეხას ლეგენდსი, NBA G League, აშშ) ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი) ვანგელის მანცარისი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი) იოანის პაპაპეტრუ (პანათინაიკოსი, საბერძნეთი) პანაიოტის ვასილოპულოსი (პერისტერი, საბერძნეთი) ტაილერ დორსი (მემფის გრიზლსი, NBA, აშშ) დინოს მიტოღლუ (პანათინაიკოსი, საბერძნეთი) გეორგიოს პრინტეზისი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი) ანტონის კონიარისი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი) გეორგიოს პაპაიანისი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი) ხრისტოს სალუსტროსი (პერისტერი, საბერძნეთი) საბერძნეთის ნაკრები F ჯგუფშია ახალ ზელანდიასთან, ბრაზილიასთან და მონტენეგროსთან ერთად. ამ ჯგუფის თამაშები ქალაქ ნანჯინგში ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები კი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.  

სხვა სტატიები