Belive

იანის ანტეტოკუნმპოს ღირსეული საქციელი

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო NBA უცნობი დროით შეჩერდა. ამის გამო, ის ადამიანები, რომლებიც საკალათბურთო ასოციაციის გუნდების დარბაზებში დღიურად გამოიმუშავებდნენ ფულს, სამსახურის გარეშე დარჩნენ. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ "მილუოკი ბაქსის" ვარსკვლავი, იანის ანტეტონკუპო ამ ადამიანების დასახმარებლად 100 ათას დოლარს გაიღებს. 25 წლის კალათბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა: "ეს უფრო მეტია, ვიდრე კალათბურთი! ამ რთული პერიოდის დროს მინდა დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი, ჩემი თანაგუნდელებისა და ოჯახის ცხოვრებას ამარტივებენ. მე და ჩემი ოჯახი 100 ათას დოლარს გადავრიცხავთ Fiser Forum-ის სტაფისთვის." შეგახსენებთ, რომ გუშინ იმავე გააკეთა "კლივლენდის" 32 წლის ცენტრმა, კევინ ლავმა.

სხვა სტატიები