Belive

იანისმა ფინალის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ქათმის 50 ფრთა შეუკვეთა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
იანის ანტეტოკუნმპომ ჩემპიონობა განსაკუთრებულად აღნიშნა. ბერძენი კალათბურთელი მთელი დღის განმავლობაში Instagram ლაივში იმყოფებოდა, სადაც გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობდა. ერთ-ერთ მომენტში "მილუოკი ბაქსის" ლიდერი რესტორანთან შეჩერდა. იანისმა ქათმის 50 ფრთა შეუკვეთა. განსაკუთრებული და მოულოდნელი სტუმრის დანახვისას კი რესტორნის სტაფმა გაოცება ვერ დამალა.
"წესით ახლა ლას-ვეგასში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვერთობოდე, მაგრამ აქ ვარ და ქათმის ფრთებს ველოდები საჩემპიონო და ფინალების MVP-ის თასებთან ერთად," - თქვა ანტეტოკუნმპომ.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები