Belive

იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრების მწვრთნელია

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას სერბეთის კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ 51 წლის სპეციალისტი 2008-15 წლების განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში "ჯვაროსნები"  ევრობასკეტზე 3-ჯერ გავიდნენ, რისთვისაც მანამდე არასდროს მიუღწევიათ. უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლებში იგორი სკოვენიის ნაკრებში მუშაობდა, სადაც ევრობასკეტის ოქროს მედალი მოიპოვა. კოკოშკოვი ბოლოს "საკრამენტო კინგსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ახლა კი იგორი სამშობლოში დაბრუნდა და სერბეთს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოამზადებს.

სხვა სტატიები