Belive

ილიას ზუროსი: "ბოდიშს ვუხდი ყველას, ეს საშინელი მატჩი იყო | 'ევრობასკეტ2022'

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

'ევრობასკეტ2022'-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 64:90, დამარცხდა.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას:

"პირველ რიგში ბოდიშს გიხდით დღევანდელი პერფორმანსისთვის, უნდა ვაღიარო და ვთქვა, რომ ჩვენი თამაში იყო საშინელი სანახაობა. საბრძოლო განწყობა იყო ნული, რის გამოც დადგა შესაბამისი შედეგი, 10 წუთი ვითამაშეთ ალბათ 40-დან და ესპანეთის დონის გუნდი ამას არ გვაპატიებს. წინ 3 მატჩია და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვინარჩუნებთ. ჩვენ ეს შეგვიძლია"

"თუ ჩვენ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და რაც მთავარია, დაცვაში სწორად ვითამაშოთ, რასაც ამ დრომდე ვერ ვახერხებთ. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. მარტივად არაფერი არ მოდის შესაბამისად პრობლემა ჩვენშია და ამის გამოსასწორებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა ილიას ზუროსმა.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა მომდევნო შეხვედრისა და გოგა ბითაძის ტრავმის შესახებაც დაუსვეს კითხვები.

"დღეს გოგას სირბილი უბრალოდ არ შეეძლო, არ ვიცი ითამაშებს თუ არა ის ხვალ. შეიძლება, სჯობს რომ ხვალ დაისვენოს და მომდევნო მატჩებში შეძლოს ჩვენი დახმარება."

"მადლობა გულშემატკივარს და მათ, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. შესანიშვანი ატმოსფერო იყო, თუმცა დღეს ჩვენ თამაში ვერ ვაჩვენეთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი"

"ხვალ ურთულესი მატჩი გველის, შეინ ლარკინი ბრწყინვალე მოთამაშეა, ორგზის ევროლიგის გამარჯვებული. ასევე, თურქებს ბევრი კარგი მსროლელი ჰყავთ. ვერ ვიტყვი, რომ ხვალ გადამწყვეტი შეხვედრაა, არ ვიცით რამდენი თამაში დაგვჭირდება რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, ვერ გეტყვით რას ვიზამთ ხვალ, თუმცა ხვალ, მოთამაშეებში მებრძოლი სულის დაბრუნებას ველოდები.", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები