Belive

ილიას ზუროსი: "დაუვიწყარი საღამო იყო..." | 'ევრობასკეტ2022'

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

'ევრობასკეტ2022'-ის ჯგუფური ეტაპის მესამე წრეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

მაყურებელმა დრამატული და დაუვიწყარი მატჩი იხილა, სადაც ორი დამატებითი ტაიმის შედეგად, საქართველომ მეტოქე ანგარიშით - 88:83, დაამარცხეს.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მთავარი სპეციალისტის, ილიას ზუროსის მატჩისშემდგომ კომენტარს:

"პირველ რიგში მინდა გამარჯვება მივულოცო ჩემს კალათბურთელებს. მათ პირველი წამიდან ბოლო წამამდე იბრძოლეს და შესაბამისი შედეგიც დადგა. აუცილებლად უნდა გამოვყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც უბრალოდ შეუდარებელი იყო."

"საოცარი ატმოსფერო და დაუვიწყარი საღამო იყო, გულშემატკივრებმა საკუთარი როლი ბრწყინვალედ შეასრულეს და შეიძლება ითქვას, რომ მათ სხვა გზა არ დაგვიტოვეს გარდა მოგებისა."

"მაგრამ, ჯერ ყველაფერი წინაა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დარჩენილი ორი შეხვედრიდან მინიმუმ 1 მატჩი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ."

"ჩვენი მთავარი მოვალეობაა, რომ არ მოვდუნდეთ და მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდეთ მომდევნო მატჩს.", - განაცხადა ილიას ზუროსმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 6 სექტემბერს, თბილისი არენაზე, ბულგარეთის წინააღმდეგ, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები